Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 ივნისიდან უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირის საზღვარი გაიხსნა


წუხელ 11 ივნისიდან უკრაინის მოქალაქეებისათვის ოფიციალურად ამოქმედდა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი. ოფიციალური ინფორმაციით, პირველსავე საათებში ბიომეტრული ვიზებით ევროკავშირის საზღვარი 774-მა მოქალაქემ გადალახა, მათგან მხოლოდ 4-ს ეთქვა უარი ევროკავშირში შესვლაზე. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაავრცელა სპეციალური მიმართვა. „დღეს ჩვენ მოვხსენით ბარიერი უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში. ამიერიდან მათ აღარ სჭირდებათ ვიზები ჩვენს ქვეყნებს შორის მოკლევადიანი მოგზაურობისათვის. ეს ჩვენ შევძელით და შევძელით ერთობლივად“, - აღნიშულია ფედერიკა მოგერინის მიმართვაში. ამ დღისადმი კიევში 10 ივნისს გამართულ ცერემონიაზე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ „დარწმუნებულია“ უკრაინა გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი. „ჩვენ ვერავინ და ვერაფერი ვეღარ შეგვაჩერებსო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა,

XS
SM
MD
LG