Accessibility links

კახა კალაძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებას და პოლიციის რეფორმირებას ითხოვს


საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა ”ბირჟა მაფიას” წევრების დაპატიმრებასთან დაკავშირებით და „მიუღებელი“ უწოდა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან ნარკოტიკის "ჩადების" შესაძლებობის თუნდაც „ეჭვის დონეზე“ დაშვებას. ამასთან კალაძე დარწმუნებულია, რომ ასეთ ეჭვებს ბოლო მოეღება მაშინ, როცა საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება მოხდება და დასრულდება პოლიციის დაწყებული რეფორმა. „ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს შიდა მოკვლევა. სტრუქტურის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ თუკი ვინმე არის დამნაშავე, ან ვინმეს აქვს გადაცდომა ჩადენილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, ყველა ადეკვატურად დაისაჯოს", - განაცხადა კალაძემ. სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ "ბირჟა მაფიას" ორი წევრი დააკავეს. მათ 9 ივნისს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 10 ივნისს თბილისსა და ბათუმში დაკავებულების მხარდამჭერი აქციები გაიმართა. 11 ივნისს საქართველოს პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს, - ნათვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG