Accessibility links

სოზარ სუბარმა „სიცრუე“ უწოდა ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის შესაძლო გადადგომაზე


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა ინფორმაციას, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ თანამდებობის მოსალოდნელი დატოვების შესახებ. სუბარმა ასევე არ დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძეს სალომე ზურაბიშვილი შეცვლის. „მთავრობაში იგეგმება ერთადერთი საკადრო ცვლილება, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი საბოლოოდ გადაწყდა, რომ კახი კალაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG