Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი ხვალ ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას გამართავს


საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი 16 ივნისს ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით,ეს იქნება თანამონაწილეობაზე აწყობილი, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა. პოლიტიკური გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან ცნობილი და ახალი სახეები, მათ შორის, „ეროვნული ფორუმისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრები. მრავალთვიანი პაუზის შემდეგ, დავით უსუფაშვილი აპრილის ბოლოს გამოვიდა ცენტრისტული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების ინიციატივით . პარტია, რომელსაც ჯერ არც სახელი აქვს და არც გუნდი ჰყავს, ფორმირების პროცესშივე აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG