Accessibility links

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაბალი აქტივობით მიმდინარეობს


საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, 18 ივნისს, ამომრჩევლის დაბალი აქტივობით მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია, ცენტრისტული ორიენტაციის "ენ მარში" დიდი უპირატესობით მოიპოვებს გამარჯვებას. 39 წლის მაკრონმა ერთი თვის წინ საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა თავისი ულტრამემარჯვენე მეტოქე, მარინ ლე პენი. მაკრონის მიერ დასახული გეგმები მოიცავს საფრანგეთის მკაცრი შრომითი კანონების შერბილებას და საჯარო სექტორის ათი ათასობით სამუშაო ადგილით შემცირებას. წინასწარი ვარაუდით, მაკრონის პარტიის შემდეგ მეორე ადგილს მოიპოვებს კონსერვატიული რესპუბლიკური პარტია.

XS
SM
MD
LG