Accessibility links

ბრიტანეთის პრემიერი: ხანძრის შედეგებთან მიმართებით მთავრობის ძალისხმევა "არასაკმარისი" იყო


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ აღიარა, რომ "არასაკმარისი" იყო მთავრობის უწყებების ძალისხმევა ლონდონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძართან მიმართებით, რომელსაც სულ მცირე 58 ადამიანი შეეწირა. მეიმ 17 ივნისს შეაქო სასწრაფო დახმარების სამსახურები, ეროვნული სამედიცინო სამსახური და მოქალაქეები - განაცხადა, კატასტროფის შემდეგ ისინი "გმირულად" მოიქცნენო, თუმცა იქვე დასძინა, რომ უბედური შემთხვევის შემდეგ მთავრობის ოფიციალური პირების მხრიდან ადგილზე აღმოჩენილი დახმარება არ იყო საკმარისი. "ადგილზე იმ ოჯახებისთვის გაწეული დახმარება, რომლებიც ამას საჭიროებდნენ, ან საბაზისო ინფორმაცია უნდოდათ, არ იყო საკმარისი ამ შემაძრწუნებელი უბედურების შემდგომ საათებშიო" - განაცხადა მეიმ. პრემიერ-მინისტრმა თავის ოფიციალურ რეზიდენციაში ორსაათიანი შეხვედრა გამართა ხანძარს გადარჩენილ 15 მოქალაქესთან და თემის ლიდერებთან - გაძლიერებული კრიტიკის ფონზე, რომ მისი მთავრობა ადეკვატურად ვერ გაუმკლავდა ტრაგედიის შედეგებს.

XS
SM
MD
LG