Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი პალესტინელებთან და ისრაელებთან მოსალაპარაკებლად ორ მრჩეველს მიავლენს


თავის ორ მთავარ მრჩეველს მიავლენს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმსა და რამალაში მოსალაპარაკებლად და ისრაელ-პალესტინელთა სამშვიდობო მოლაპარაკების კვლავ დასაწყებად. თეთრი სახლის მთავარი მრჩეველი, ჯარედ კუშნერი, ტრამპის სიძე და სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველი, ჯეისონ გრინბლატი მიემგზავრებიან რეგიონში, სადაც 21 ივნისს დაიწყებენ მოლაპარაკებებს. თეთრი სახლის მრჩევლები შეხვდებიან ისრაელის და პალესტინელთა ლიდერებს და მოელაპარაკებიან მათ პრიორიტეტებისა და შემდგომი ნაბიჯებს შესახებ. ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მტკიცე მშვიდობის მიღწევა მისი მაღალი პრიორიტეტია და მას ღრმად სწამს, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, განაცხადა ოფიციაოურმა პირმა.

XS
SM
MD
LG