Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტუგალიაში ჩააქრეს ტყის ხანძრების უდიდესი ნაწილი


პორტუგალიაში ჩააქრეს ტყეებს მოდებული ხანძრების უდიდესი ნაწილი. სამოქალაქო თავდაცვისა და მოსახლეობის დაცვის სამსახურები აკონტროლებენ ხანძრის კერების 95%-ს, თუმცა ზოგ რეგიონში ტყეები კვლავაც იწვის. სინოპტიკოსების პროგნოზით, ანომალიური სიცხე პორტუგალიაში მომდევნო დღეებში ჩაივლის, რამაც შესაძლოა შედარებით გააიოლოს ხანძართან ბრძოლა. ხანძრების შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი, დაშავდა 200-ზე მეტი. უმრავლესობა დაიღუპა მაშინ, როცა ავტომანქანებით ცდილობდა ცეცხლში გახვეული რაიონებიდან გაქცევას. ექსპერტების ვარაუდით, 17 ივნისიდან მოყოლებული, გადაიწვა ტყეები 40 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ ხანძარს უწოდა ბოლო წლების „უდიდესი ტრაგედია“. მიმდინარეობს მომხდარის მიზეზების გამოძიება.

XS
SM
MD
LG