Accessibility links

ირანი აღნიშნავს ყუდსის დღეს ისრაელის საწინააღმდეგო მსვლელობებით


ასეულ ათასობით ირანელი მონაწილეობდა სახელმწიფოს ხელშეწყობით გამართულ დემონსტრაციებში ყოველწლიური „ალ-ყუდსის“ დღის აღსანიშნავად მთელ ირანში. ირანის მედიის ცნობით, საპროტესტო გამოსვლის ზოგიერთმა მონაწილემ დაწვა ისრაელის და აშშ-ის დროშები და გაიძახოდა ლოზუნგებს: „სიკვდილი ამერიკას“ , „სიკვდილი ისრაელს“. დემონსტრანტები გაიძახოდნენ საუდის არაბეთის და ექსტრემისტული "ისლამური სახელმწიფოს" საწინააღმდეგო ლოზუნგებს. ამ დღის აღნიშვნა შემოიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელმა, აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ, რომელსაც სურდა პალესტინელების მიმართ სოლიდარობის და ისრაელის მიმართ უარყოფითი დამოკიდებელების გამოხატვა. ისრაელს ირანი არ აღიარებს. მსვლელობების მონაწილეები დედაქალაქ თეირანში გაემართნენ უნივერსიტეტისკენ, სადაც პარასკევის ლოცვა მოეწყო. დემონსტრანტებს მიმართეს ირანის ლიმდერებმა. თეირანის ხელისუფლებამ გამოფინა სამი ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ბალისტიკური რაკეტა, მათ შორის ზოლფაღარის რაკეტები, რომლებიც, ირანის თქმით, ამ კვირაში ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოს“, პოზიციებს დაუშინეს სირიაში. მსგავსი დემონსტრაციები მოეწყო ირანის სხვა ქალაქებშიც, იტყობინება ამ ქვეყნის მედია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG