Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ჯაშუშობისთვის სიკვდილმისჯილი ინდოელი შეწყალებას ითხოვს


ინდოეთის მოქალაქემ, რომელსაც ჯაშუშობისთვის პაკისტანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, შეწყალების თხოვნით მიმართა პაკისტანის არმიის მეთაურს, იტყობინება ისლამაბადის სამხედრო უწყება. ინდოეთის საზღვაო ძალების ოფიცერი, კულბჰუშან ჯადჰავი აღიარებს ჯაშუშობაში, ტერორიზმსა და პაკისტანის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში მონაწილეობას და სინანულს გამოხატავს ყოველგვარი ზარალისთვის, რომელიც ამ ქვეყანას მიადგა მისი ქმედებების გამო, იტყობინება პაკისტანის არმია. დელიში აცხადებენ, რომ ჯადჰავს გამოგონილი დანაშაული დააბრალეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ეჭვი ეპარება შეწყალების თხოვნის შესახებ წერილის არსებობაშიც.

XS
SM
MD
LG