Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი მონაცემებით, ალბანეთში საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტები იმარჯვებენ


წინასწარი შედეგებით, ალბანეთში საპარლამენტო არჩევნებშიმმართველი სოციალისტები იმარჯვებენ.ეს არჩევნები მიიჩნევა ევროკავშირთან ალბანეთის ურთიერთობის მომავლის მნიშვნელოვან ეტაპად. ბიულეტენების 40 პროცენტის დათვლის შედეგებით, პრემიერ-მინისტრს, ელი რამას სოციალისტებს მიემხრო 52 პროცენტი, განაცხადა საარჩევნო კომისიამ. ამ შედეგით, 140 ადგილიან პარლამენტშისოციალისტებმა შეიძლება 76-მდე ადგილი დაიკავონ.ამავე მონაცემებით, ცენტრისტ-მემარჯვენე დემოკრატებმა ლულზიმ ბაშას მეთაურობით, რომელიც დონალდ ტრამპის თაყვანისმცემელია, 29 პროცენტი მოიპოვეს. საბოლოო ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გამოქვეყნდება. თუ ვითარება არ შეიცვალა,52 წლის პრო ევროპელი, რომა, კოალიციური პარტნიორის გარეშე განსაზღვრავს პოლიტიკურ დღის წესრიგს. რამას ამჟამინდელმა მოკავშირემ, ინტეგრაციის სოციალისტურმა მოძრაობამ, 16 პროცენტი მიიმხრო და წინა არჩევნებში შედეგი ოთ ნახევარი პროცენტით გაიუმჯობესა.

XS
SM
MD
LG