Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინელი ნობელიანტი ლიუ სიაობო კიბოს გამო ციხიდან გაათავისუფლეს


ნობელის პრემიის ჩინელი ლაურეატი მშვიდობის დარგში, ლიუ სიაობო საპატიმრობდან გაათავისუფლეს ღვიძლის კიბოს დიაგნოზის გამო. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა მისმა ადვოკატმა. 61 წლის ნობელიანტი, დემოკრატიისთვის მებრძოლი, სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა საპატიმროში. მას მისჯილი აქვს 11 წლიანი პატიმრობა „მთავრობის დამხობის მცდელობისთვის“. ადვოკატის თანახმად, ლიუს გეგმები არ აქვს, ის მკურნალობას გადის. მას ნობელის პრემია მიანიჭეს 2010 წელს, პრემია მას ფიზიკურად არ მიუღია.

XS
SM
MD
LG