Accessibility links

საქართველოს ეწვევა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი, ჯანი ბუკიკიო


ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ეწვევა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი, ჯანი ბუკიკიო. ის შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. შეხვედრების დღის წესრიგშია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ორი მოსმენით უკვე მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი, რადგან მმართველმა პარტიამ 2024 წლისთვის გადადო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება.

XS
SM
MD
LG