Accessibility links

ნაფიცმა მსაჯულებმა ზაურ დადაევი დამნაშავედ სცნეს ბორის ნემცოვის მკვლელობაში


მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს ნაფიცმა მსაჯულებმა განსასჯელი ზაურ დადაევი დამნაშავედ მიიჩნიეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაში. გამოძიების თანახმად, სწორედ მან ესროლა ნემცოვს. მის გარდა, საბრალდებო სკამზე ზის კიდევ ოთხი პირი. ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვში. მოსკოვში 29 ივნისს განახლდა ნაფიც მსაჯულთა სხდომა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად. ბორის ნემცოვის ქალიშვილი ჟანა და ოჯახის ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ ნემცოვის მკვლელობა არ გახსნილა და რომ მკვლელობასთან კავშირი აქვს ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს.

XS
SM
MD
LG