Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი: უნდა შეწყდეს თურქეთთან მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ


ევროპარლამენტი გამოდის რეკომენდაციით, ოფიციალურად შეწყდეს თურქეთთან მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მიზეზად სახელდება ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ თურქეთში ვითარების გაუარესება. ევროპარლამენტის რეკომენდაციით, მოლაპარაკება უნდა შეწყდეს, თუ ანკარა უცვლელი სახით განახორციელებს საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც თურქეთში წელს აპრილში რეფერენდუმის დროს მოიწონეს. რეფორმის შედეგად, მკვეთრად იზრდება პრეზიდენტის ძალაუფლება. ევროპარლამენტში 6 ივლისს გამართული კენჭისყრისას, 477 დეპუტატი მიემხრო თურქეთთან მოლაპარაკების შეწყვეტას, წინააღმდეგი იყო 64, თავი შეიკავა 97-მა. ევროკავშირის ხელმძღვანელობა არ არის ვალდებული, შეასრულოს ეს რეკომენდაცია.

XS
SM
MD
LG