Accessibility links

დიდი ოცეულის სამიტზე ტრამპმა მიაღწია სასურველ კომპრომისს კლიმატთან და ვაჭრობასთან დაკავშირებით


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ოცეულის სამიტის საბოლოო განცხადებაში მიაღწია სასურველ კომპრომისს ვაჭრობის და კლიმატის საკითხებთან მიმართებით, პროცესში, რომლის დროსაც გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საუბრობდა კომპრომისის საჭიროებაზე. გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართული ორდღიანი სამიტის ბოლოს განვითარებული და მზარდი ეკონომიკების მქონე დანარჩენი 19 ქვეყნის ლიდერებმა საბოლოო განცხადებაში აღიარეს ვაშინგტონის გადაწყვეტილება გავიდეს 2015 წლის პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან. თუმცა, სამიტის მეორე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მერკელმა განაცხადა, "ძალიან მოხარული ვარ", რომ ყველა სხვა წევრი თანხმდება პარიზის კლიმატის ხელშეკრულების შეუქცევადი ხასიათის შესახებო. კლიმატის და სხვა საკითხების შესახებ გამართულ მოლაპარაკებას მერკელმა უწოდა "რთული", მან იქვე ხაზი გაუსვა საკუთარ, როგორც მასპინძლის როლს, რაც, მისი თქმით, კომპრომისის ძიებას გულისხმობდა. მერკელმა დასძინა, რომ ჯგუფი ერთობლივი ძალებით უფრო მეტს მიაღწევს, ვიდრე ინდივიდუალურად. მოლაპარაკებათა მეორე დღის ფონი იყო ღონისძიების შენობასთან ახლოს მეორე ღამის განმავლობაში მიმდინარე ძალადობრივი გამოსვლები. გლობალიზაციის მოწინააღმდეგე აქტივისტებს და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც მოლაპარაკებებზე უთანხმოება წარმოშვა, იყო ვაჭრობა. საბოლოო განცხადებაში შევიდა ფორმულირება, რომელიც ტრამპს აძლევს საშუალებას მისდიოს თავის სავაჭრო პოლიტიკას - "პირველ რიგში ამერიკა" - რაც მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წინაღობას უქმნის კონსენსუსს გლობალიზაციის და ვაჭრობის საკითხების გარშემო.

XS
SM
MD
LG