Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბულში ჩავიდა ასიათასობით დემონსტრანტი 25-დღიანი საპროტესტო მსვლელობის შემდეგ


სტამბულში ჩავიდა ასიათასობით დემონსტრანტი თურქეთში დემოკრატიის მხარდასაჭერი 25-დღიანი მსვლელობის შემდეგ. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მოითხოვენ თურქეთში საგანგებო მდგომარეობისთვის ბოლოს მოღებას, 450-მდე კილომეტრში გაიარეს. ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერების, მათ შორის ქემალ კილიჩდაროღლუს ინფორმაციით, მსვლელობაში მონაწილეობდა მილიონ ექვსასიათასამდე ადამიანი, თუმცა ეს ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ. მედიის ინფორმაციით, მთავრობამ 15 ათასამდე პოლიციელი განათავსა წესრიგის დასაცავად. დემონსტრანტები მოითხოვენ, ბოლო მოეღოს საგანგებო მდგომარეობას, რომელიც თურქეთში გამოცხადებულია 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. ამავე მოვლენების შემდეგ 40 ათასამდე ადამიანი იქნა დაკავებული. საპროტესტო მსვლელობა ოპოზიციის უდიდესი აქციაა ერდოანის წინააღმდეგ 2013 წლის მაისი-ივნისის დემონსტრაციების შემდეგ.

XS
SM
MD
LG