Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში აღნიშნავენ სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის 22-ე წლისთავს


ბოსნიაში ათასობით ადამიანი, მათ შორის უცხოელი სტუმრები აღნიშნავენ სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის 22-ე წლისთავს. 1995 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინის ამ ქალაქში ბოსნიელმა სერბმა სამხედროებმა დახოცეს 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი. პოტოკარის მემორიალთან გამართული სამგლოვიარო ცერემონიის მსვლელობაში, დღეს დაკრძალეს კიდევ 71 მსხვერპლის გვამები. აქამდე იდენტიფიცირებული და დაკრძალული იყო 6500 მოკლული. სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა მოხდა ბოსნიაში 1992-95 წლების ომის დროს და მიჩნეულია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გენოციდის უმძიმეს აქტად. სრებრენიცა გაეროს უსაფრთხო ზონად იყო გამოცხადებული, მაგრამ მას მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული ნიდერლანდელი მშვიდობისადმცველების მცირერიცხოვანი ძალები იცავდა. მათ ვერ შეძლეს უსაფრთხო ზონაში მყოფი სამოქალაქო პირების დაცვა.

XS
SM
MD
LG