Accessibility links

ევროპარლამენტარი თბილისს მუხთარლის საქმის დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს


ევროპარლამენტის წევრი რებეკა ჰარმსი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველომ დამოუკიდებელი გამოძიება უნდა აწარმოოს და ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. ევრონესტის თანათავმჯდომარე ჰარმსი ერთ-ერთი თანაავტორია ევროპარლამენტის 15 ივნისის რეზოლუციისა, რომელიც ბაქოს აფგან მუხთარლის უპირობო და სწრაფი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პროცესში გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა აფგან მუხთარლი თავის ოჯახს დაუბრუნდეს. რებეკა ჰარმსი თბილისში ყოფნის დროს 16 ივლისს შეხვდა აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და მის ადვოკატს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG