Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არმიამ დაიბრუნა ჰელმანდის დაკარგული რაიონი


ავღანეთის არმიამ დაიბრუნა ჰელმანდის პროვინციის ოლქი, რომელსაც თალიბანი აკონტროლებდა. ნავას ოლქისათვის ბრძოლები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა 15 ივნისიდან დაიწყეს და ერთბაშად სამი მიმართულებით განახორციელეს იერიშები, რომელსაც საავიაციო მხარდაჭერას საერთაშორისო კოალიცია უწევდა. ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაციის მსვლელობის ბოლო დღეს 12 თალიბი მებრძოლი და ავღანეთის პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპნენ.

XS
SM
MD
LG