Accessibility links

დაიწყო გამოძიება "ქართველთა მარშის" შემდეგ სოციალური ქსელით განხორციელებული მუქარის ფაქტზე


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარასკევს თბილისში გამართულ ე.წ. "ქართველთა მარშთან" დაკავშირებით, თათია დოლიძემ სოციალურ ქსელში გამოხატა საკუთარი უარყოფითი პოზიცია, რასაც მარშის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან ასევე სოციალურ ქსელში მოჰყვა მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები.

XS
SM
MD
LG