Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი: ჰამბურგში ტრამპმა და პუტინმა მეორე შეხვედრაც გამართეს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი მეორეჯერაც შეხვდნენ ერთმანეთს ჰამბურგში, "დიდი 20"-ის სამიტის დროს. ამ შეხვედრაზე, რომლის თაობაზეც აქამდე არ იყო ცნობილი, 18 ივლისს გამოაცხადა თეთრმა სახლმა. ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა 7 ივლისს ჰამბურგში გაიმართა და ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ახლა თეთრი სახლი აცხადებს, რომ ამ შეხვედრიდან რამდენიმე საათში, ტრამპმა და პუტინმა კიდევ ცოტა ხანი ისაუბრეს "დიდი 20"-ის მონაწილე ლიდერებისა და მათი მეუღლეებისათვის გამართული ვახშმის შემდეგ. ვახშამს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უმასპინძლა. ვახშმის დროს შეერთებული შტატების პირველი ლედი, მელანია ტრამპი პუტინის გვერდით იჯდა. ვახშმის შემდეგ კი მათ პრეზიდენტი ტრამპიც მიუჯდა. თეთრი სახლის განმარტებით, ეს საუბარი არ ითვლება მეორე ორმხრივ შეხვედრად. თვითმხილველები ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი შუა ვახშმის დროს წამოდგა თავისი ადგილიდან, რის შემდეგაც დაახლოებით ერთი საათი ესაუბრებოდა პუტინს, მარტო პუტინის თარჯიმნის თანდასწრებით.

XS
SM
MD
LG