Accessibility links

საბჭოთა არმიის მარშალ კონევის მემორიალური დაფა აღარ იქნება პრაღის ძველ რატუშაზე


ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის ხელისუფლებმა გადაწყვიტეს, პრაღის განთავისუფლებაში მონაწილე საბჭოთა არმიის მარშლის მემორიალური დაფა აღარ მიამაგრონ ქალაქის საბჭოს ძველ შენობაზე მისი აღდგენის შემდეგ. მერიის წარმომადგენლის, ვიტ ჰოფმანის თქმით, წითელი არმიის მარშლის, ივან კონევის მემორიალური დაფა აღარ დაიკიდება ტექსტში ისტორიული ცდომილების გამო. ჰოფმანის თქმით, მემორიალურ დაფას ან ქალაქის მუზეუმს გადასცემენ, ან კონევის ნათესავებს აჩუქებენ რუსეთში. 1945 წლის ხუთ მაისს პრაღის მოქალაქეებმა ნაცისტური გერმანიის საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ამბოხი დაიწყეს. მალევე "რუსეთის განთავისუფლების არმია", ყოფილი საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებიც დათანხმდნენ ნაცისტების მხარეზე ბრძოლას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, შეუერთდნენ ამბოხებულებს. რვა მაისს გერმანიის ჯარებმა დაიწყეს პრაღის დატოვება მას მერე, რაც მეამბოხეებთან ზავს მოაწერეს ხელი. ცხრა მაისს, როცა ქალაქი უკვე თითქმის სრულიად თავისუფალი იყოს გერმანელებისგან, წითელი არმიის ნაწილები კონევის მეთაურობით პრაღაში შემოვიდნენ. აშშ-ის გენერლის, ჯორჯ პატონის მესამე არმია პრაღას მოადგა, მაგრამ არ ჩარეულა საბრძოლო მოქმედებაში, სტალინთან ადრე მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების გამო. ჩეხი ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ კონევის ჯარში ირიცხებოდნენ საბჭოთა საიდუმლო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც, ათასობით ჩეხი, რომლებიც ანტი-ბოლშევიკური განწყობილებისა იყვნენ, საბჭოთა ბანაკებში გააგზავნეს. კონევი ვარშავის ხელშეკრულების ჯარებს სარდლობდა 1956-1960 წლებში და 1956 წელს უნგრეთის რევოლუციის ჩახშობას ზედამხედველობდა. მოგვიანებით ის იყო საბჭოთა საოკუპაციო ჯარების სარდალი აღმოსავლეთ გერმანიაში. 1991 წელს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ჩამოაგდეს კონევის ძეგლი. ქალაქი კონევის ჯარმა გაათავისუფლა. მარშალ კონევის დიდი ძეგლი პრაღაში კვლავ დგას. 2014 წელს ის საღებავით დათხვარეს. მიუხედავად მოწოდებებისა, რომ კონევის ძეგლი მოშალონ, ქალაქის ამ რაიონის გამგებელი, ონდჟეი კოლარი ამბობს, რომ ის არ ემხრობა ძეგლის დემონტაჟს. კოლარის თანახმად, უკეთესი იქნება ტექსტს დაემატოს საგანმანათლებლო ნაწილი, სადაც აღწერილი იქნება, თუ კიდევ რა გააკეთა კონევმა ქალაქის განთავისუფლებაში თავისი როლის გარდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG