Accessibility links

რუსეთი და ევროკავშირი აკრიტიკებენ აშშ-ის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ახალ სანქციებს რუსეთისთვის


რუსი ოფიციალური პირები მკაცრად აკრიტიკებენ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შემოღების გეგმას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა 26 ივლისს გამოაცხადა, რომ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც 25 ივლისს დაამტკიცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, არის ნაბიჯი ვაშინგტონის და მოსკოვის ურთიერთობაში "ნორმალიზაციის პერსპექტივის მოსპობის მიმართულებით". რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გეგმას აკრიტიკებს ევროკავშირიც. ბრიუსელის შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ რუსეთის მიმართ სანქციები შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვისაც. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ახალ სანქციებს მიემხრო კანონმდებელთა დიდი უმრავლესობა: 419 კონგრესმენი სამის წინააღმდეგ. თუკი კანონპროექტს სენატიც მიემხრობა, ის დაახლოებით ერთი კვირის ვადაში შეიძლება გადაეგზავნოს თეთრ სახლს დასამტკიცებლად. კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ მკაცრ სანქციებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც.

XS
SM
MD
LG