Accessibility links

ჩრდილეთ კორეა აცხადებს, რომ მის რაკეტას შეუძლია მიაღწიოს აშშ-ის ტერიტორიას


კიმ ჩენ ინი

ჩრდილეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 29 ივლისს განაცხადა, რომ ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტით მას უკვე შეუძლია მიაღწიოს აშშ-ის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილს. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ 28 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საცდელი გასროლის შესახებ. ფხენიანის ინფორმაციით ბოლო მოდელის რაკეტა წინამორბედებზე უფრო გაუმჯობესებულია და გაზრდილი აქვს ფრენის სიშორეც, რაც შესაძლებლობას აძლევს მას მიწვდეს ლოს-ანჯელესს ან ჩიკაგოს. ამ განცხადების ფონია აშშ-ის პრეზიდენტის პირობა, რომ „გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს“ ქვეყნის დასაცავად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG