Accessibility links

საქართველოს ეწვია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი


საქართველოს ეწვია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი. მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლეს და დელეგაციის წევრებს უმასპინძლებს ოფიციალურ ვახშამზე. 1 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება მრავალეროვნული სწავლების, „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებსაც. სწავლებაში, რომელიც ვაზიანის ბაზაზე 30 ივლისს გაიხსნა, მონაწილეობს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთის და საქართველოს შეიარაღებული ძალების 2800-ზე მეტი სამხედრო. თბილისში ვიზიტამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა ტალინში, სადაც შეხვდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრს და ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის პრეზიდენტებს. საქართველოდან მაიკ პენსი 1 აგვისტოს ჩერნოგორიაში გაემგზავრება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG