Accessibility links

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 1 აგვისტოს საღამოს ჩავიდა ჩერნოგორიაში, რომელიც ბოლო სახელმწიფოა მაიკ პენსის აღმოსავლეთევროპულ ტურნეს ფარგლებში ესტონეთისა და საქართველოს შემდეგ. ჩერნოგორიაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი აღიქმება ვაშინგტონის მხარდაჭერად ქვეყნისადმი, რომლის ნატოში გაწევრიანებას სასტიკი კრიტიკა მოჰყვა მოსკოვის მხრიდან. მაიკ პენსს პოდგორიცაში დახვდა პრემიერ-მინისტრი დუშკო მარკოვიჩი. სამშაბათს, მოგვიანებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაესწრება ქვეყნის პრეზიდენტის, ფილიპ ვუიანოვიჩის სახელით გამართულ საზეიმო ვახშამს. 2 აგვისტოს მაიკ პენსი დაესწრება „ადრიატიკის ქარტიის“ სამიტს, რომელშიც ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ხორვატიის, მაკედონიის, კოსოვოს, სერბიისა და სლოვენიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG