Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 აგვისტოდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან განაახლებს "საინჟინრო სამუშაოებს"


რუსეთის სამხედრო ბაზა სოფელ არცევში
რუსეთის სამხედრო ბაზა სოფელ არცევში

3 აგვისტოდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან განაახლებს ე.წ. საინჟინრო სამუშაოებს. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან საზღვრის მოუწყობელ მონაკვეთზე, სოფელ არცევის რაიონში, 3-დან 18 აგვისტომდე ჩატარდება საინჟინრო სამუშაოები ხანძარსაწინააღმდეგო ხაზის აღსადგენად. ამავე განცხადების თანახმად, პროფილაქტიკური ზომები განპირობებულია ცხინვალის რაიონში სახანძრო ვითარების არახელსაყრელი პროგნოზით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სოფელი არცევი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ქვეშს და ჯარიაშენს ესაზღვრება. ივლისის ბოლოს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლი გაავლეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთანაც.

XS
SM
MD
LG