Accessibility links

ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა უცხოელი ჯარისკაცების ბადრაგზე თავდასხმას


ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა უცხოელი ჯარისკაცების ბადრაგზე თავდასხმას, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო. აფეთქება სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარის მახლობლად მოხდა. ნატოს მისია იუწყება მსხვერპლის შესახებ, მაგრამ არ აზუსტებს რაოდენობას და იმას, თუ რომელი ქვეყნის, ან ქვეყნების წარმომადგენლები დაზარალდნენ. უშიშროების სამსახურის ადგილობრივი ანონიმი წარმომადგენლის ინფორმაციით, იერიში მოეწყო ყანდაარის აეროდრომთან, ქალაქ ყანდაარიდან 23 კილომეტრში. ქალაქში მდებარეობს ავღანეთის უშიშროების ძალების მხარდამჭერი უცხოელი ჯარისკაცების სამხედრო ბაზა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელიც ირწმუნება, რომ ნატოს 15 ჯარისკაცი მოკლა. ამჟამად ავღანეთში იმყოფება 13 500-მდე უცხოელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 850-ზე მეტი ქართველი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG