Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ზემო არცევთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თხრილების გავლება დაიწყეს


Georgia -- The new banner which was installed by Russian occupation troops in the village Odzisi, Gori. Tbilisi, 19Jul2017
Georgia -- The new banner which was installed by Russian occupation troops in the village Odzisi, Gori. Tbilisi, 19Jul2017

გორის რაიონის სოფელ არცევის განაპირას რუსული საჯარისო დანაყოფების წარმომადგენლებმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებით, თხრილის გავლება დაიწყეს. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,ე.წ. მესაზღვრეები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამჯერად არ გადმოსულან და თხრილებს იმ ადგილას ავლებენ, რომელსაც 2008 წლის ომის შემდგომ საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. ანალოგიური თხრილები დაახლოებით ერთი თვის წინ ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის და ქარელის რაიონებში რამდენიმე მონაკვეთზე გაავლეს. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება 18 აგვისტოს ჩათვლით არის დაგეგმილი და თხრილების გავლება ხანძრის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაიგეგმა.

XS
SM
MD
LG