Accessibility links

ტილერსონი ლავროვს ესაუბრა არჩევნებში რუსეთის ჩარევით გამოწვეულ „სერიოზულ უნდობლობაზე“


რექს ტილერსონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მანილაში გამართული შეხვედრისას უთხრა, რომ ორმხრივ ურთიერთობაში „სერიოზული უნდობლობის“ მიზეზია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა. ტილერსონმა ამ საკითხზე ისაუბრა 7 აგვისტოს მანილაში რეგიონულ ფორუმთან დაკავშირებით ვიზიტისას. მისი თქმით, ლავროვთან შეხვედრისას მან „სერიოზული ინციდენტი“ უწოდა არჩევნებში მოსკოვის ჩარევას. ამავე დროს, ტილერსონმა ლავროვი გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი განიხილავს შესაძლო საპასუხო ზომებს მას შემდეგ, რაც კრემლმა გადაწყვიტა რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის მნიშვნელოვნად შეკვეცა. თავის მხრივ, რუსეთის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ახალი სანქციები, რომლებიც მას აშშ-მა დაუწესა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG