Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო კამპანიის კოორდინატორი


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

რუსეთში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, საპრეზიდენტო კამპანიის კოორდინატორი ქალაქ ბარნაულში, არტიომ კოსარეცკი. „პროგრესის პარტიის“ ბარნაულის განყოფილების თავმჯდომარე ოლგა ფოტიევა სოციალურ ქსელში წერს, რომ კოსარეცკის წაუყენეს პოლიიცის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდება და მას დაჯარიმება, ან რამდენიმე დღით დაკავება ემუქრება. ბოლო კვირებში ნავალნის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე ათობით ადამიანი დააკავეს, ან დაკითხეს მოსკოვსა და სხვა ქალაქებში. ნავალნი ემზადება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, თუმცა მოსალოდნელია, რომ გამარჯვებას ისევ, უკვე მეოთხე ვადით, მოიპოვებს ვლადიმირ პუტინი.

XS
SM
MD
LG