Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა სააკაშვილს არ მისცემს საზღვრის გადაკვეთის უფლებას


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლაზე უარს ეტყვის, თუ ის რომელიმე გამშვებ პუნქტზე გამოცხადდება, - ამის თაობაზე სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა განუცხადა „უკრაინსკაია პრავდას“. „თუ საზღვარს კვეთს ადამიანი, რომელსაც ძალადაკარგული დოკუმენტი აქვს, ასეთი დოკუმენტის ამოღება ხდება, ხოლო პირს უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე“, - განაცხადა სლობოდიანმა, რომელმაც დასძინა, რომ უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქის შესაბამისი პასპორტი ძალას კარგავს. გუშინ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. სააკაშვილის თქმით, ის უკრაინაში პოლონეთის ტერიტორიიდან, „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტის გავლით შევა.

XS
SM
MD
LG