Accessibility links

ჩეჩენი ოფიციალური პირი: დაკარგული მომღერალი „მალე გამოჩნდება“


ჩეჩნეთის პრესისა და ინფორმაციის მინისტრის, ჯამბულატ უმაროვის განცხადებით, ცნობილი მომღერალი, ზელიმხან ბაკაიევი, რომელზეც ახლობლებს 10 დღეა აღარაფერი სმენიათ, უსაფრთხოდ არის და მალე გამოჩნდება. უმაროვს არ უთქვამს, საიდან იცის ეს და არც მომღერლის ადგილსამყოფელი დაუსახელებია. მომღერლის ნათესავმა 16 აგვისტოს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ ზელიმხან ბაკაევი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, გროზნოში ჩავიდა ოჯახის წევრის ქორწილის გამო და 8 აგვისტოს გაუჩინარდა. უფლებადამცველების თანახმად, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უშიშროების ძალებს იყენებს ოპოზიციურად განწყობილი პირებისა და სავარაუდო ისლამისტი ექსტრემისტების გასატაცებლად. უმაროვმა „აბსურდული“ უწოდა ცნობებს, რომ მომღერალი სწორედ ასე იქნა დაკავებული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG