„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი, დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინეს. კახა კუკავა პარტიის, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეა, ხოლო დიმიტრი ლორთქიფანიძე „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. „მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ მოძრაობას ჰყავს ძალიან ღირსეულ კანდიდატი თბილისის მერის თანამდებობაზე, ჩვენ, ერთობლივი შეთანხმებით, ოპოზიციური ერთობისთვის გადავწყვიტეთ, რომ ასევე ღირსეული ადამიანი წარმოვადგინოთ თბილისის მერობის კანდიდატად - კახა კუკავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, ასევე ღირსეული ადამიანი დიმიტრი ლორთქიფანიძე“ - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, ოპოზიციური ერთობის მისაღწევად კარი ღიაა ყველა დაინტერესებული პოლიტიკური ძალისთვის.