Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონია: სკოპიედან გაიყვანეს სერბიის საელჩოს თანამშრომლები


სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი
სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი

მედია და მაკედონიის ოფიციალური წარმომადგენლები იუწყებიან, რომ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიედან გაიყვანეს სერბიის საელჩოს სრული შემადგენლობა, სასწრაფო კონსულტაციებისთვის ბელგრადში. მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 აგვისტოს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ სერბიის საელჩოსგან მიიღო ნოტა, რომლითაც მაკედონიის მთავრობას შეატყობინეს, რომ საელჩოს თანამშრომლები ბელგრადში გამოიძახეს კონსულტაციებისთვის. სერბიის წარმომადგენლები განცხადებას არ აკეთებენ. მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ამ გადაწყვეტილების მიზეზები და ამჟამად სერბიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს დაკავშირებას. იუწყებიან, რომ სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი ამ საკითხზე განცხადებას 21 აგვისტოს, მოგვიანებით გააკეთებს.

XS
SM
MD
LG