Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარსელონის თავდასხმაში ეჭვმიტანილს მთელი ევროპის მასშტაბით ეძებენ


კატალონიის რეგიონის მთავრობის ცნობით, მთელი ევროპის მასშტაბით გაფართოვდა სამძებრო ოპერაცია
კატალონიის რეგიონის მთავრობის ცნობით, მთელი ევროპის მასშტაბით გაფართოვდა სამძებრო ოპერაცია

კატალონიის რეგიონის მთავრობის ცნობით, მთელი ევროპის მასშტაბით გაფართოვდა სამძებრო ოპერაცია ბარსელონაში გასულ კვირაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად - მძღოლის, რომელმაც მიკროავტობუსით 13 ადამიანი იმსხვერპლა. კატალონიის რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ხოაკიმ ფორნმა 21 აგვისტოს განაცხადა, მტკიცებულებები მოწმობს, რომ მძღოლი 22 წლის, წარმოშობით მაროკოელი მამაკაცია. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ეჭვმიტანილმა საზღვრის გადალახვა და საფრანგეთში გადასვლა მოახერხა. ბარსელონაში 17 აგვისტოს მომხდარი თავდასხმა უკავშირდება რამდენიმე საათში მომხდარ ინციდენტს საკურორტო ქალაქ კამბრილსში, სადაც ერთი ქალი ემსხვერპლა მანქანის შეჯახებას. თავდამსხმელებმა ხალხზე დანებითაც მიიტანეს იერიში. თავდასხმათა მსხვერპლის რაოდენობამ 21 აგვისტოს 15-ს მიაღწია. 20 აგვისტოს პოლიციამ განაცხადა, რომ 12 ეჭვმიტანილიდან მხოლოდ ერთი, სავარაუდოდ ევროპაში ძიებაში მყოფი მაროკოელი მამაკაცი იმყოფება გარეთ, სხვები დააპატიმრეს ან ოპერაციებისას მოკლეს.

XS
SM
MD
LG