Accessibility links

იუწყებიან, რომ ხანძრის კერა გაჩნდა გორის მუნიციპალიტეტში


გავრცელებული ცნობებით, ხანძრის კერა გაჩნდა გორის მუნიციპალიტეტში. ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთის" ცნობით, ზემო ბოშურის ტერიტორიაზე 1 ჰექტარის ფართობზეა ხანძარი. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი წიწვოვან ნარგავებს უკიდია. ხანძრის ქრობის პროცესი დაწყებულია, თუმცა სამუშაოებს ხელს რთული, მიუდგომელი რელიეფი და ძლიერი ქარი უშლის.

XS
SM
MD
LG