Accessibility links

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ესწრება კიევში გამართულ სამხედრო აღლუმს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი (მარცხნივ) ესაუბრება თავის უკრაინელ კოლეგას, სტეპან პოლტორაკს. კიევი, 2017 წ. 24 აგვისტო.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი და უკრაინის მრავალი პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ესწრებიან კიევის ცენტრში გამართულ სამხედრო აღლუმს, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით ტარდება. დღესვე აშშ-ის თავდაცვის მინისტრი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და თავდაცვის მინისტრ სტეპან პოლტორაკს. სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღესასწაული უკრაინის ხელისუფლებას და ხალხს მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. „აშშ-ი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ერთიანობას და ქვეყნის სწრაფვას, გახდეს ევროკავშირს სრულფასოვანი წევრი“, - აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში. უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავის დღესასწაულის წინ, კიევმა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა დონბასელმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს მორიგი ცეცხლის შეწყვეტა, რაც უკრაინაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG