Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია


ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, - როგორც „ინტერპრესნიუსი“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, ცალკეული კერების დამუშავება უკვე დასრულებულია. ამჟამად მეხანძრე-მაშველები მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, რათა ხანძრის ახალი კერა არ გაჩნდეს. მცირე დაკვამლიანება ასევე ლიკვიდირებულია ლიკანშიც. ტორფის აალების შემდეგ დაახლოებით 100 კვ.მ. ფართობია დამწვარი. ადგილზე ვითარებას მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ მეხანძრე-მაშველები. როგორც შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ლიკანში ხანძრის მცირე კერის გაჩენის შედეგად ხეების დიდ ნაწილს ცეცხლი არ წაჰკიდებია.

XS
SM
MD
LG