Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო მუსლიმთა ყოველწლიური ჰაჯი - მსვლელობა მექისაკენ


30 აგვისტოს დაიწყო ყოველწლიური ჰაჯი - საუდის არაბეთში მდებარე მექისაკენ მსვლელობა, რომელშიც წელს, სავარაუდოდ, ორ მილიონამდე მუსლიმი მონაწილეობს. ხუთდღიან რიტუალებს შორის არის შვიდჯერ შემოვლა ქააბის - მუსლიმებისათვის უმნიშვნელოვანესი სალოცავის - გარშემო. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები მუსულმანები ლოცვის დროს პირს ქააბის მიმართულებით იბრუნებენ. ისლამური ტრადიციის თანახმად, ქააბა წინასწარმეტყველმა იბრაჰიმმა –აბრაამმა – და მისმა ვაჟმა ისმაილმა ააგეს და თან ის შავი ქვა ჩაატანეს, რომელიც, მუსლიმების რწმენით, მიწაზე ანგელოზმა ჯიბრილმა ჩამოიტანა. ნებისმიერი მუსლიმისთვის მორალური ვალდებულებაა სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი. ჰაჯის დროს ბევრჯერ მომხდარა უბედური შემთხვევები. 2015 წელს ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 2000-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG