Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი: ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაახლოებით, 200 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი


პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაახლოებით, 200 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ დამწვარი ტყის ფართობი ზუსტდება. მისი თქმით, დამწვარ ტყეს მოსახლეობის ჩართულობით აუცილებლად აღადგენენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს დაავალა ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოების მონაწილეებისთვის პრემიების გაცემის საკითხის მოგვარება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG