Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსეთს უარი უთხრა ქართველი მოხალისე მეომრის გადაცემაზე


უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარი უთხრა რუსეთის მოთხოვნას, გადასცეს მას მოხალისე მეომარი, საქართველოს მოქალაქე, გია ცერცვაძე. შესაბამისი წერილი ცერცვაძის ადვოკატმა მედიას წარუდგინა. ადვოკატ კსენია პროკონოვას თქმით, ჩვეულებრივ, ამგვარ ვითარებაში, უკრაინა თანხმდებოდა ხოლმე ექსტრადიციას. მისი თქმით, „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმენით პრეცედენტი, არ გადავეცით სახელმწიფოს, რომელთანაც ომი გვაქვს, მეომარი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა. და მეორე: მას შეეძლება კანონიერად დარჩეს უკრაინაში, იცხოვროს, იმუშაოს და გააგრძელოს ის, რისთვისაც ჩამოვიდა“, განაცხადა პროკონოვამ. ცერცვაძე აპირებს უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად განცხადების შეტანას. ამასთან, მისი თქმით, სურს საბრძოლო მოქმედებათა ზონაში დაბრუნება და უკრაინის დასაცავად ბრძოლა. ცერცვაძე კიევის აეროპორტში დააკავეს წელს, 15 იანვარს, საქართველოდან დაბრუნებისას. მას რუსეთი ეძებს და მოითხოვდა მის ექსტრადიციას იმის გამო, რომ ეჭვმიტანილია სოჭში განზრახ მკვლელობის ჩადენასა და მკვლელობის მცდელობაში. ის დროებითი პატიმრობიდან 27 იანვარს გაათავისუფლეს პროკურორის გადაწყვეტილებით.

XS
SM
MD
LG