Accessibility links

აშშ-ში მოქმედებას წყვეტს რუსეთის ოთხი დიპლომატიური ობიექტი


რუსეთის ფედერაციის საკონსულო სან-ფრანცისკოში

სან-ფრანცისკოში რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულოს თანამშრომლებმა დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს მეხანძრეები. მეხანძრეები იქ მივიდნენ ადგილობრივი მოსახლეების გამოძახებით, რომლებმაც შენობის თავზე კვამლი შენიშნეს. საკონსულოს თანამშრომელმა უარი ახსნა იმით, რომ ბუხარში წვავენ გამოუსადეგარ ნივთებს. ახლახან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ 2 სექტემბერს რუსეთმა აშშ-ში უნდა დახუროს ოთხი დიპლომატიური ობიექტი. სან-ფრანცისკოში უნდა დაიცალოს რუსეთის ფედერაციის საკონსულოს შენობა და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის რეზიდენცია. აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს შენობები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დიპლომატიური ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის. ორივე ობიექტი რუსეთის საკუთრებას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG