Accessibility links

ევროკომისიის თავმჯდომარე: თურქეთის ქმედება მის წევრობას ევროკავშირში შეუძლებელს ხდის


ჟან-კლოდ იუნკერი

თურქეთის ხელისუფლების ქმედება შეუძლებელს ხდის ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, განაცხადა ევროკავშირის აღმასრულებელი უწყების თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა. ევროკომისიის პრეზიდენტის გასული კვირის განცხადება გაავრცელა მისმა წარმომადგენელმა და თქვა, რომ თურქეთი უზარმაზარი ნაბიჯებით შორდება ევროპას. გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეწყდება თუ არა ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესი, უნდა მიიღოს მისმა წევრმა 28-ვე სახელმწიფომ. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, 3 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სხვა წევრებთან ერთად იმსჯელებს, როგორ „შეწყვიტოს გაწევრიანების შესახებ ეს მოლაპარაკება“. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ქალინმა გერმანელ პოლიტიკოსებს ბრალად დასდო, რომ ისინი პოპულიზმისთვის ყველაფერს თმობენ.

XS
SM
MD
LG