Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტალინში იმართება წვრთნა კიბერუსაფრთხოების განსამტკიცებლად


ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ტალინში მართავენ წვრთნას კიბერუსაფრთხოების განსამტკიცებლად. ღონისძიება მიზნად ისახავს დადგინდეს რამდენად ეფექტიანად შეუძლია ევროკავშირს უპასუხოს ჰაკერთა პოტენციურ თავდასხმას მის სამხედრო სტრუქტურებზე. კიბერუსაფრთხოების გარდა წვრთნის ფარგლებში მუშაობენ ჰიბრიდული ომის მოგერიების ტექნიკაზეც - დეზინფორმაციული კამპანიების ჩათვლით. სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, წვრთნა მოიცავს ფიქციურ სცენარს, რომლის დროსაც ჰაკერები ბლოკავენ ევროკავშირის საზღვაო ფლოტს ხმელთაშუა ზღვაში და პარალელურად სოციალურ მედიაში იწყებენ კამპანიას, რომლის მიზანია საპროტესტო გამოსვლების პროვოცირება. თავდაცვის მინისტრებს მოეთხოვებათ შექმნილი კრიზისის შეკავება. 2017 წლის მეორე ნახევარში, ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტობის პერიოდში ესტონეთმა კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად დააყენა - მას შემდეგ, რაც გლობალური კიბერთავდასხმების სერიამშეაფერხა მულტინაციონალური კომპანიების, პორტების და საჯარო მომსახურების უწყებების მუშაობა.

XS
SM
MD
LG