Accessibility links

სააკაშვილი აცხადებს, რომ პოროშენკო და ივანიშვილი მის წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო და უკრაინა მის წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ. „ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის შეთანხმება არსებობს. ისინი ჯერ მაშანტაჟებენ და მაშინებენ. ამბობენ, რომ თუ უკრაინაში ჩავალ, ციხეში აღმოვჩნდები იმ ბრალდებებით, რომლებსაც არავინ სცნობს“, - განაცხადა სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მის დასახვედრად, 10 სექტემბერს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის ჩასვლა იგეგმება. 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ხოლო 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო თხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG