Accessibility links

პუტინი: გაეროს სამშვიდობო მისია უკრაინის კონფლიქტის მთელ ზონაში შეიძლება განთავსდეს


რუსეთის პრეზიდენტმა გამოხატა სურვილი, განიხილოს ვარიანტი, უკრაინის აღმოსავლეთში, გაეროს მეთვალყურეთა არა მხოლოდ ფრონტის ზოლის გასწვრივ, - უკრაინის არმიისა და სეპარატისტთა ძალების გამყოფ ზოლზე, არამედ ასევე სხვა არეალებში განთავსების შესახებ. კრემლი იტყობინება, რომ ამის თაობაზე ვლადიმირ პუტინმა განუცხადა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს სატელეფონო საუბრისას. გერმანიის კანცლერის ოფისის თანახმად, პუტინი დათანხმდა, უარი თქვას ეუთოს მეთვალყურეთა მუშაობის ზონაში გაეროს მისიის განთავსების თაობაზე, მის მიერ ადრე შეთავაზებული ვარიანტში შეზღუდვებზე. პუტინმა ეს განაცხადა მერკელის წინადადების საპასუხოდ, რომ მანდატის შეცვლა საჭიროა. ხუთ სექტემბერს პუტინი გამოვიდა წინადადებით, უკრაინაში გაეროს მსუბუქად შეიარაღებული მისიის განთავსების შესახებ უკრაინის არმიის და სეპარატისტთა ჯარის გამყოფი ზოლის გასწვრივ.

XS
SM
MD
LG