Accessibility links

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს


მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე ერევანში შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების გზებზე, მაღალ დონეზე უკვე მიღწეული შეთანხმებების აღსრულებაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებსა და რეგიონულ და საერთაშორისო გამოწვევებზე. მიხეილ ჯანელიძემ სერჟ სარგსიანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელიც სომხეთმა გამოიჩინა ბორჯომის ხეობაში, აგვისტოში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციისას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG