Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ქართველი ტენორი, ზურაბ სოტკილავა


ზურაბ სოტკილავა, 2009 წელი
ზურაბ სოტკილავა, 2009 წელი

80 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ტენორი, ზურაბ სოტკილავა. მოსკოვის დიდი თეატრის დირექტორმა, ვლადიმირ ურინმა სააგენტო ტასს განუცხადა, რომ ზურაბ სოტკილავა ბოლომდე ებრძოდა მძიმე დაავადებას. ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა. 1965 წლიდან, თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, 1974 წლიდან კი მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი. სააგენტო ინტერპრესნიუსი მომღერლის ახლობლებზე დაყრდობით იუწყება, რომ ზურაბ სოტკილავას მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

XS
SM
MD
LG